ლეონარდო ბონუჩი – მინდა ტიფოზებმა ძველებურად მიმღერონ

13:28, 04.10.2018
Leonardo Bonucci during Champions League match between Juventus v Young Boys, in Turin, on October 2, 2018. (Photo by Loris Roselli/NurPhoto via Getty Images)

Leonardo Bonucci during Champions League match between Juventus v Young Boys, in Turin, on October 2, 2018. (Photo by Loris Roselli/NurPhoto via Getty Images)

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ, განაცხადა, რომ სურს ქომაგები ისევ უმღეროდნენ.

იტალიელი ფეხბურთელის აზრით, ის მოედანზე იტყვის თავის სათქმელს, ხოლო დანარჩენს კი დრო მოიტანს.

„ვიცი, რომ გასული წელი გულშემატკივრებისთვის რთული იყო, თუმცა, მან ჩემთვისაც რთულად გაიარა. ახლა, ჩემსა და ფანებს შორის მხოლოდ სამყაროა. მინდა, რომ ჩემზე ისევ ისე მიმღერონ, როგორც ადრე. მუშაობას გავაგრძელებ და ვეცდები ჩემი შესაძლებლობები მოედანზე დავამტკიცო. ბოლო ორი თამაში მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვაჩვენე, რომ ჩემი ადგილი „იუვენტუსშია“. – აღნიშნა ბონუჩიმ.

მიმდინარე სეზონში ბონუჩიმ ყველა ტურნირის ჩათვლივთ 8 თამაში ჩაატარა,  ოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

მსგავსი