ლეონარდო ბონუჩი - ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე ვიგრძენი, რომ გუნდში უცნაური განწყობა იყო
ლეონარდო ბონუჩი - ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე ვიგრძენი, რომ გუნდში უცნაური განწყობა იყო

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ, რომელშიც ფრანგულმა „ლიონმა“ შინ „იუვენტუსი“ 1:0 დაამარცხა, საკუთარი აზრი ჟურნალისტებთან იტალიელთა კაპიტანმა, ლეონარდო ბონუჩიმ გამოთქვა.

„პირველ ტაიმში ჩენ ბურთთან მისვლას ვაგვიანებდით და ამის მიზეზს ნამდვილად ვერ ავხსნი. რაღაცა ისე არ წავიდა როგორც საჭირო იყო. მე ჯერ კიდევ მსაჯის სასტარტო სასტვენამდე ვიგრძენი, რომ გუნდში უცნაური განწყობა სუფევდა. შედეგად, ჩვენ „ლიონს“ ძალიან ბევრი თავისუფალი ზონა შევუქმენით. ახლა ძალიან უნდა მოვინდომოთ, რომ საპასუხო მატჩში ჩვენთვის სასურველი ანგარიში დაფიქსირდეს“, – უთხრა ბონუჩიმ უეფას ოფიციალურ საიტს.

საპასუხო შეხვედრა „იუვენტუსსა“ და „ლიონს“ შორის ტურინში 17 მარტს გაიმართება.