ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის 3 შეხვედრა გაიმართა. „ლოს ანჯელეს კლიპერსმა „სტეიპლს ცენტრში” „სან ანტონიოს” უმასპინძლა და 103-97 დაამარცხა.
ერთი მატჩის გამოტოვების შემდეგ, პარკეტს კავაი ლეონარდი დაუბრუნდა. მან 38 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. მონტრეზლ ჰარელის ანგარიშზე 24 ქულაა. გრეგ პოპოვიჩის გუნდში ყველაზე შედეგინი 29 ქულით დემარ დეროუზანი გამოდგა. დერიკ ვაიტმა კი შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.