ლეონარდის „კლიპერსში“ გადასვლა კაელ ლაურის არ გაკვირვებია 
ლეონარდის „კლიპერსში“ გადასვლა კაელ ლაურის არ გაკვირვებია 

კავაი ლეონარდი „ტორონტო რეპტორსს“ წელს ისტორიაში პირველი ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა. ამის შემდეგ კი მან კანადური გუნდი დატოვა, მშობლიურ ლოს-ანჯელესში გადავიდა და „კლიპერსს“ შეუერთდა.

მასთან ერთად გუნდში პოლ ჯორჯიც მივიდა და შედეგად ლოსანჯელესური გუნდი ლიგის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად იქცა.

„ტორონტოს“ გამთამაშებელ კაელ ლაურის ერთ-ერთ ინტერვიუში ლეონარდთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, რაზეც „რეპტორსის“ პირველმა ნომერმა ასე უპასუხა:

„მე მისი ეს გადაწყვეტლება არ გამკვირვებია. მან დამირეკა და ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ მამცნო. მე კი ვუთხარი, რომ მისი ამბავი ძალიან მიხარია. ის ჩემი ძალიან კარგი მეგობარია და არაჩვეულებრივი პიროვნებაა. მან მიიღო სახლში გადასვლის გადაწყვეტილება და მე მას პატივს ვცემ. მას აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარ ოჯახთან ერთად იცხოვროს. მან „ტორონტოსთვის“ ყველაფერი გააკეთა. ლეონარდმა „ტორონტოს“ პირველი ჩემპიონობა მოუტანა და ამის დავიწყება შეუძლებელია“.