ლეონარდი „კლიპერსში“ გადასვლას შემადგენლობის გაძლიერების შემდეგ დათანხმდა
ლეონარდი „კლიპერსში“ გადასვლას შემადგენლობის გაძლიერების შემდეგ დათანხმდა

მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონი ყველაზე მეტად სასარგებლო და შედეგიანი ლოს ანჯელესური გუნდებისთვის, განსაკუთრებით კი „კლიპერსისთვის“ გამოდგა. გუნდში კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი მივიდნენ.

„ლოს ანჯელეს თაიმსის“ ინფორმაციით, სწორედ პოლ ჯორჯის გუნდში „დაშვებამ“ გახადა შესაძლებელი კავაი ლეონარდის შეძენა. წყაროს ცნობით, კავაი „კლიპერსის“ შემოთავაზებას მხოლოდ გაძლიერებული შემადგენლობის შემთხვევაში დათანხმდებოდა.

შედეგად, ახალი სეზონის დაწყებამდე, ბუკმეიკერულ კომპანიებში 2019-2020 წლების რეგულარული სეზონის განახლებამდე, ლარი ო’ ბრაიენის თასის მოპოვების ყველაზე რეალურ კანდიდატად სწორედ „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ მიიჩნევა.