ლეონ გორეტცკა ერთი თვე ვერ ითამაშებს

19:40, 14.09.2019

მიუნხენისს „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ლეონ გორეტცკამ ტრავმა მიიღო, – წერს გაზეთი „ბილდი“ (Bild).

წყაროს ცნობით, ფეხბურთელს ექიმებმა მარცხენა ფეხის ბარძაყის ტრავმა დაუდგინეს.

ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა გორეტცკა გერმანიის ნაკრებში შეკრებას გადიოდა ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩების წინ.

ნახევარმცველმა უკვე გადაიტანა რთული ოპერაცია და ვერ შეძლებს „ბაერნისთვის“ ერთი თვე დახმარებას.

მსგავსი