ლეონ გორეტცკა „ასტონ ვილას“ შეუერთდა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი ლეონ გორეტცკა „ასტონ ვილაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
„ნახევარმცველმა, რომლის ანგარიშზე 500-ზე მეტი მატჩია, კარიერა მშობლიური ქალაქის კლუბ „ბოხუმში“ დაიწყო, შემდეგ გადავიდა „შალკეში“. 2018 წელს მან კონტრაქტი გააფორმა „ბაიერნთან“ და მასთან ერთად ბუნდესლიგის შვიდი ტიტული მოიგო. კეთილი იყოს შენი მობრძანება, ლეონ!“ – წერია „ასტონ ვილას“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
გორეტცკამ ზაფხულში დატოვა „ბაიერნი“. ამ გუნდში მან 312 მატჩი ჩაატარა, გერმანიის ნაკრებში კი 73 შეხვედრა დაუგროვდა.