ლეონ გორეცკა კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს #1TVSPORT

18:04, 22.08.2026

მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრალური ნახევარმცველი ლეონ გორეცკა კარიერას ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი მატეო მორეტო ავრცელებს.

როგორც მორეტო წერს, „ასტონ ვილას“ მწვრთნელთან, უნაი ემერისთან საუბრის შემდეგ გერმანელმა ინგლისის პრემიერლიგის კლუბში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მომავალ კვირაში გორეცკა სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების დეტალებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია ჯერ არ საჯაროვდება.

31 წლის გორეცკა „ბაიერნში“ 2018 წლიდან თამაშობდა. გერმანული გრანდის რიგებში მან 312 მატჩი ჩაატარა, 51 გოლი გაიტანა და 17 ტიტული მოიგო.

მსგავსი