ლეონ ედვარდსი - ყველაფერი მაქვს იმისათვის, რომ კამარუ უსმანი განმეორებით ბრძოლაში დავამარცხო
ლეონ ედვარდსი - ყველაფერი მაქვს იმისათვის, რომ კამარუ უსმანი განმეორებით ბრძოლაში დავამარცხო

ლეონ ედვარდსმა (18-3) უკანასკნელი მარცხი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) 5 წლის წინ ნიგერიელ ჩემპიონ კამარუ უსმანთან (16-1) განიცადა.

2015 წელს უსმანთან მარცხის შემდეგ ბრიტანელმა მებრძოლმა ზედიზედ 8 გამარჯვება მოიპოვა და ამჟამად სატიტულო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

„5 წლის წინ სულ სხვა მებრძოლი ვიყავი, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მინდა გითხრათ, რომ ამჟამად გაცილებით ძლიერი და თავდაჯერებული ვარ. ნამდვილად მჯერა, რომ გამაჩნია ყველაფერი იმისათვის, რომ კამარუ უსმანთან რევანში ავიღო და ტიტული მოვიგო. თუ ნანახი გაქვთ 5 წლის წინანდელი ჩვენი დაპირისპირება, ის ბრძოლაც ძალიან დაძაბული იყო, რადგან მესამე რაუნდის წინ ანგარიში 1-1 იყო და გადამწყვეთ 5 წუთში მან ჭიდაობის უპირატესობით შეძლო ჩემი დამარცხება. გპირდებით, რომ ეს აღარ განმეორდება“, – განაცხადა ედვარდსმა MMAJUNKIE-სთან ინტერვიუს დრო.