ლეო მესი - გოლები იმ დროს გავუშვით, როცა მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით
ლეო მესი - გოლები იმ დროს გავუშვით, როცა მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით

კოპა ამერიკაზე წარუმატებელი სტარტის შემდეგ, არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა და კაპიტანმა ლეო მესიმ კომენტარი გააკეთა.

„ბარსელონას“ ვარსკვლავი აცხადებს, რომ გუნდს დრო დასჭირდება, რათა ეს დამარცხება გადახარშოს, თუმცა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები ჯერ კიდევ რჩება.

„გარკვეული დრო დაგვჭირდება, რომ ეს დამარცხება გადავხარშოთ და შევეგუოთ მას“, – თქვა მესიმ კოლიმბიასთან 0-2 წაგებული მატჩის შემდეგ, – „შეცდომებიდან პოზიტიური მომენტები უნდა ამოვიღოთ და უკეთ მოვემზადოთ შემდეგი დაპირისპირებისთვის“.

მესიმ ასევე სინანული გამოთქვა, რომ კოლუმბიელთა კოლები ზუსტად იმ მომენტში გავიდა (71-ე და 86-ე წუთებზე), როდესაც არგენტინის ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა.

გოლები კოლუმბიელთა მხრიდან როხერ მარტინესმა და დუვან საპატამ გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კოპა ამერიკაზე ჯერ მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა:

ბრაზილია 3-0 ბოლივია
ვენესუელა 0-0 პერუ
არგენტინა 0-2 კოლუმბია

დღეს, 16 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, პარაგვაი ყატარს დაუპირისპირდება, ღამის 02:00 საათზე კი ურუგვაი და ეკვადორი გაარკვევენ ურთიერთობას.