ლეო მესი განახლებული დევისის თასის თანასპონსორი გახდა
ლეო მესი განახლებული დევისის თასის თანასპონსორი გახდა

ბარსელონას ფორვარდი ლიონელ მესი თავისი თანაგუნდელის, ჟერარ პიკეს საინვესტიციო კომპანიას შეუერთდა. შესაბამისად, არგენტინელი გახდა დევისის თასის ახალი პროექტის თანამონაწილე. პიკე გახლავთ საინვესტიციო ჯგუფ კოსმოსის (Kosmos) დამფუძნებელი. ახლა მან განაცხადა, რომ მესი – მისი პარტნიორია.

„ლეო კოსმოსის პარტნიორი და ოჯახის წევრია. ისიც აღმერთებს ჩოგბურთს. უკვე 18 წელია ერთმანეთში კავშირი გვაქვს და ყოველთვის ვუმხელ იდეებს. ამ პროექტში ისიც მონაწილეობს“, – მოჰყავს პიკეს სიტყვები Tennis365.com-ს.

ადრე ცნობილი გახდა, რომ კოსმოსმა 25 წლით მოაწერა ხელი დევისის თასის ჩატარებაზე კონტრაქტს. იგეგმება, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, კომპანია ტურნირს სამ მილიარდ დოლარს დაახარჯავს.