ლეო მესი - ახლა მთელ არგენტინას კატარში ყოფნა სურს #1TVSPORT
ლეო მესი - ახლა მთელ არგენტინას კატარში ყოფნა სურს #1TVSPORT

ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ ტურში ავსტრალიის დამარცხების შემდეგ 2:1. არგენტინის ნაკრების 35 წლის კაპიტანმა ანგარიში გახსნა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

მესისთვის ეს გოლი პირველი იყო მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფში, კარიერაში საიუბილეო მე-1000 მატჩი ჩაატარა, ხოლო ეროვნული ნაკრების კაპიტნის რანგში – მე-100 თამაში.

„ეს საოცარი გრძნობაა. მოხარული ვარ, რომ ამ საოცარ მომენტებს გულშემატკივრებს ვუზიარებ. ვიცი, რა დიდი ძალისხმევა დასჭირდათ კატარში ჩამოსასვლელად. ისიც ვიცი, რომ მთელ არგენტინას სურს აქ ყოფნა. გულშემატკივრებთან ჩვენი კავშირი მართლაც მშვენიერია.

გამუდმებით ვფიქრობ ჩემს შვილებზე, ისინი იზრდებიან, თანდათან უკეთ ესმით ფეხბურთი და უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ. მე ვხედავ მათ მწუხარებას და სიხარულს. ისინი ისევე ღელავენ, როგორც ყველა არგენტინელი“, – განაცხადა მესიმ BBC Sport-თან.

არგენტინის ნაკრები კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას აგრძელებს. ლეო მესი და კამპანია მეოთხედფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ტურნირის პირველი მეოთხედფინალისტების მატჩი 9 ნოემბერს გაიმართება.