ლეო მესი აცხადებს, რომ პიკეს გოლი შემთხვევითობა იყო (ვიდეო)

ლიონელ მესიმ აღიარა, რომ კომბინაცია, რომელიც ხერარდ პიკეს მიერ გატანილი გოლით დასრულდა, ვარჯიშზე დაგეგმილი არ იყო და რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა.

28 ნოემბერს, კატალონიურმა გრანდმა საკუთარ მოედანზე ჰოლანდიური „ეინდჰოვენი“ 2-1 დაამარცხა და მერვეფინალში ადგილი დაიბევა. პირველი გოლი ლეო მესიმ გაიტანა, მეორე კი, მისი პასით, ხერარდ პიკემ გადაგზავნა კარში. მატჩის შემდეგ პიკემ განაცხადა, რომ ამ კომბინაციაზე მან და მესიმ ძალიან ბევრი იმუშავეს, თუმცა ლეო მესი თანაგუნდელს არ აჰყვა და აღიარა, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა.

„არა, დამუშავებული არ ყოფილა, ეს ტყუილია. ეს უბრალოდ ცუდად შესრულებული ჯარიმა იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, პიკე სწორ ადგილას აღმოჩნდა“, – განაცხადა არგენტინელმა.