ლენოქს ლუისმა კრივში დაბრუნება არ გამორიცხა
ლენოქს ლუისმა კრივში დაბრუნება არ გამორიცხა

ლეგენდარულმა ბრიტანელმა სუპერმძიმეწონოსანმა ლენოქს ლუისმა არ გამორიცხა პროფესიულ კრივში დაბრუნება. 55 წლის ყოფილმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონისთვის მიბაძვის სურვილი გამოთქვა.

„რა თქმა უნდი, მინდა! როგორც ჩანს, ეს ძალიან მხიარულია. შეხედეთ მაიკ ტაისონს. მას ბევრი რამ გაუკეთებია ცხოვრებაში, იცის როგორ გაართოს ადამიანები. მე დავინტერესდი – რატომ ბრუნდებიან მოკრივეები რინგზე. უმეტეს შემთხვევაში ასე იმიტომ ხდება, რომ მათ სხვა საქმე არ აქვთ. ადამიანები მოდიან და მეკითხებიან: „როდის არის შენი შემდეგი ბრძოლა? ვინ იქნება შენი მეტოქე?“ საბოლოოდ, დაბრუნება კარგით არაფრით მთავრდება. ამიტომაც, ყოველთვის ამ ყველაფრისგან განცალკევებით ვიდექი“, – აღნიშნა ლუისმა.

„მაგრამ თუ შესაფერისი წინადადება იქნება, შეიძლება დავბრუნდე. იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ჩემთან ჩხუბი სურს რიდიკ ბოუს. ასე რომ, ჩვენ ჯერ ისევ გვაქვს დაუმთავრებელი საქმე“, – დაამატა ლენოქსმა.

დატოვე კომენტარი