ლენოქს ლუისი - უაილდერს ჰგონია, რომ ახალგაზრდა მაიკ ტაისონს დაამარცხებდა, სათქმელად ადვილია, თუ მის წინააღმდეგ რინგზე არ გასულხარ
ლენოქს ლუისი - უაილდერს ჰგონია, რომ ახალგაზრდა მაიკ ტაისონს დაამარცხებდა, სათქმელად ადვილია, თუ მის წინააღმდეგ რინგზე არ გასულხარ

ლეგენდარულმა მოკრივე ლენოქს ლუისმა  WBC  ვერსიით მსოფლიოს მძიმეწონოსან ჩემპიონ დეონტეი უაილდერის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა. უაილდერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ახალგაზრდა მაიკ ტაისონს დაამარცხებდა, რასაც ლუისი არ დაეთანხმა.

„გავიგე, უაილდერს უთქვამს, რომ ახალგაზრდა მაიკ ტაისონს დაანოკაუტებდა, – ციტირებს ლენოქს ლუისის სიტყვებს  Boxing Scene, – ადვილი სათქმელია, როცა ტაისონის წინააღმდეგ რინგზე არ გასულხარ.

მე მომწონს უაილდერი, მაგრამ ის არასდროს გასულა რინგზე ისეთი გააფთრებული მოკრივის წინააღმდეგ, რომელიც ყველა დარტყმით შენთვის ნეკნების დალეწვას ცდილობს და ეს თავისუფლად შეუძლი“.

უაილდერის უახლოესი მეტოქე ბრიტანელი მძიმეწონოსანი ჩემპიონი, ტაისონ ფიურია. მათი ბრძოლა, რომელსაც კრივის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან მოუთმენლად ელიან, 22 თებერვალს გაიმართება.