ლენოქს ლუისი მზად არის კრივში დასაბრუნებლად
ლენოქს ლუისი მზად არის კრივში დასაბრუნებლად

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი ლენოქს ლუისი მზად არის კრივში დაბრუნდეს და ჩაატაროს რევანში ამერიკელი მაიკ ტაისონის წინააღმდეგ. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მას ამ ბრძოლისთვის 100 მილიონ დოლარს შესთავაზებენ. ბრიტანელის სიტყვები გაზეთ დეილი მეილს (Daily Mail) მოჰყავს:

„თქვენ იცით, ვახსენე კრივში დაბრუნება 100 მილიონ დოლარად. ასე რომ, თუ ვინმე სეროიზულად არის განწყობილი, ჯერ კონტრაქტი უნდა მაჩვენოს. როცა ვუყურებ ძველ მოკრივეებს, ვფიქრობ, რომ მათ აიძულებენ სპორტში დიდი ხანი დარჩენას. მიზეზი იმაშია, რომ ეს ერთადერთია, რისი კეთებაც მათ იციან. ასეთი ბიჭები არ გამოცდიან საკუთარ თავს მუსიკაში, ცეკვებში ან სხვა რამეში. კრივი – ეს არის ყველაფერი, რაც მათ იციან და ეს არის ფულის შოვნის ერთადერთი ხერხი. სწორედ ეს აიძულებთ მოკრივეებს, დაბრუნდნენ რინგზე ისევ და ისევ“.

2002 წელს, ლუისმა მერვე რაუნდში ნოკაუტში გაუშვა ტაისონი. ახლა, ბრიტანელი 53 წლისაა, ტაისონი – 52 წლის.