ლემპარდისა და ტერის გუნდები პრემიერლიგის საგზურისთვის შეხვდებიან ერთმანეთს
ლემპარდისა და ტერის გუნდები პრემიერლიგის საგზურისთვის შეხვდებიან ერთმანეთს

ჩელსის ლეგენდების, ფრენკ ლემპარდისა (დერბი ქაუნთი) და ჯონ ტერის (ასტონ ვილა) გუნდები ჩემპიონშიფის პლეიოფის ფინალში პრემიერლიგის ბოლო საგზურს გაითამაშებენ.

ასტონ ვილამ პენალტების სერიაში მოუგო ვესტ ბრომვიჩს, დერბიმ კი წააგო პირველი მატჩი ლიდსთან (0:1), მაგრამ გაიმარჯვა საპასუხოში – 4:2.

ჩემპიონშიფის პლეიოფის ფინალი 27 მაისს უემბლიზე გაიმართება.

ლემპარდი დერბის 2018 წლის მაისში ჩაუდგა სათავეში, ტერი კი ასტონ ვილას იმავე წლის ოქტომბრიდან წვრთნის.

ჯონ ტერი და ფრენკ ლემპარდი ჩელსიში ერთად 2001-14 წლებში თამაშობდნენ.