ლემპარდი მზად არის „ჩელსის“ რვა ფეხბურთელის გასაშვებად
ლემპარდი მზად არის „ჩელსის“ რვა ფეხბურთელის გასაშვებად

ინგლისური გუნდების ინფორმაციით, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის მნიშვნელოვან განახლებას აპირებს.

ლონდონელებს დაგეგმილი აქვთ რვა ფეხბურთელთან გამოთხოვება. მათ შორის არიან მეკარე კეპა, აგრეთვე, ნახევარმცველები ჟორჟინიო და როს ბარკლი.

სხვა ფეხბურთელებიდან, რომელთა მომავალი „სტემფორდ ბრიჯზე“ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ასახელებენ ვილიანს, პედროსა და კურტ ზუმას.

ლემპარდმა მასშტაბური ცვლილებების გადაწყვეტილება „ბაიერნთან“ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით (0:3) წაგების შემდეგ მიიღო. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში.

„ჩელსი“ პრემიერლიგის 27 ტურის შემდეგ, 44 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.