ლემპარდი „ჩელსის“ მწვრთნელად ინიშნება
ლემპარდი „ჩელსის“ მწვრთნელად ინიშნება

ლონდონის „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, კლუბის ლეგენდა – ფრენკ ლემპარდი გახდება, რომელიც დღეს სათავეში უდგას „დერბი ქაუნთის“. დანიშნვის შესახებ უახლოესი 48 სააის განმავლობაში გამოაცხადებენ, – ამტკიცებს „თოქსპორტი“ (TalkSport).

„ლემპარდს 48 საათის განმავლობაში წარადგენენ. ის დაბრუნდება მშობლიურ კლუბში და მიიღებს სოლიდურ ანაზღაურებას „ჩელსის“ ბოსები გამოუყოფენ მას საჭირო დროს და კარგ თანხას ტრანსფერებისთვის“, – წერს ჟურნალისტი.

უფრო ადრე გახდა ცნობილი, რომ „ჩელსი“ ოთხ მილიონ ფუნტს გადაუხდის „დერბის“ ლემპარდის კონტრაქტის გამოსასყიდად. ლონდონური კლუბის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა პირად საუბარში გარანტია მისცა ახალგაზრდა სპეციალისტს, რომ მას არ გაათავისუფლებენ პირველი ორი სეზონის განმავლობაში.

მთავარი მწვრთნელის რანგში თავის სადებიუტო სეზონში, ლემპარდმა ჩემპიონშიფში მეექვსე ადგილზე გაიყვანა „დერბი“.