„ლეხში“ ქართველებს ისევ არ უთამაშიათ #1TVSPORT
„ლეხში“ ქართველებს ისევ არ უთამაშიათ #1TVSPORT

პოზნანის „ლეხის“ ქართველ ნახევარმცველებს პოლონეთის ჩემპიონატის ტურის მატჩში ამჯერადაც არ უთამაშიათ, რაც სანაკრებო მატჩების მოახლოებისას „ჯვაროსნებისთვის“ კარგი სიახლე არაა.

„ლეხი“ პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში პლოცკში „ვისლას“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი პოზნანელების განაცხადში იყვნენ, მაგრამ მოედანზე არც ერთი მათგანი არ გასულა.

ახალი წლის შემეგ პოზნანის „ლეხმა“ ექსტრაკლასაში 4 მატჩი ჩაატარა. „ვისლას“ შეხვედრის მსგავსად, „სტალთან“ (0:0) და „ლეგნიცასთან“ (2:2) გასვლით მატჩებში არც ერთ მათგანს არ უთამაშია. ამ ოთხ მატჩში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა მოედანზე ნიკა კვეკვესკირი, რომელიც „ლეგნიცასთან“ (1:0) წინა ტურში ძირითად შემადგენლობაში იყო. წიტაიშვილს კი ჯერ შანსი არ მისცემია.

„ლეხი“ 20 ტურის შემდეგ, 36 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა, რაც მიმდინარე სეზონში გუნდისთვის საუკეთესო შედეგია.