„ლეხში“ კვეკვესკირმა ითამაშა - წიტაიშვილი სათადარიგოებში დარჩა #1TVSPORT
„ლეხში“ კვეკვესკირმა ითამაშა - წიტაიშვილი სათადარიგოებში დარჩა #1TVSPORT

პოზნანისლეხმა“, სადაც ორი ქართველი ირიცხება, გდანსკის „ლეხიას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო, 47-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და შეუცვლელად ითამაშა. გიორგი წიტაიშვილი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

ლეხმა“ ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მილიჩის და სკორასის გოლებით კომფორტული უპირატესობა მოიპოვა, მეორე ტაიში კი ველდეს დუბლით და იშჩაკის გოლით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და 5:0 გაიმარჯვა.

23 ტურში „ლეხმა“ 39 ქულა დააგროვა და პოლონეთის ექსტრაკლასაში მესამე ადგილზე დაწინაურდა, მაგრამ ლიდერ „რაკოვს“ (52) ჯერ კიდევ დიდი სხვაობით ჩამორჩება.