„ლეხმა“ „კორონას“ მოუგო და სამეულში დაწინაურდა - კვეკვესკირმა ითამაშა, წიტაიშვილი განაცხადში იყო #1TVSPORT
„ლეხმა“ „კორონას“ მოუგო და სამეულში დაწინაურდა - კვეკვესკირმა ითამაშა, წიტაიშვილი განაცხადში იყო #1TVSPORT

პოზნანისლეხმა“, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელია (ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი), პოლონეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის შეხვედრაში კელჩესკორონას“ სტუმრად 3:0 მოუგო.

პოზნანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ნიკა კვეკვესკირი და 65 წუთი ითამაშა, გიორგი წიტაიშვილი განაცხადში გამოჩნდა, მაგრამ თამაშის საშუალება არც ამჯერად მიეცა.

პოზნანისლეხმა“ ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა – 33-ე წუთზე თავი ველდემ გამოიჩინა და პირველი ნახევარი სტუმრებმა 1:0 მოიგეს. მეორე ტაიმში პოზნანელებმა უპირატესობა გაზარდეს. 53-ე წუთზე მასპინძელთა კარი მარჩვინსკიმ აიღო, ხოლო სამ წუთში ველდემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პოზნანისლეხმა“ 33 ტურის შემდეგ 58 ქულა დააგროვა და პოლონეთის ექსტრაკლასას სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა, მაგრამ მისი გადასწრება ​შჩეცინისპოგონს“ (57) შეუძლია, რომელსაც ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია.