„ლეხმა“ კიევის „დინამოს“ წიტაიშვილის იჯარაში 100 ათასი ევრო გადაუხადა #1TVSPORT
„ლეხმა“ კიევის „დინამოს“ წიტაიშვილის იჯარაში 100 ათასი ევრო გადაუხადა #1TVSPORT

ცნობილი გახდა თანხა, რომელიც პოლონეთის ჩემპიონმა პოზნანის „ლეხმა“ კიევის „დინამოს“ გიორგის წიტაიშვილის იჯარაში გადაუხადა – ინფორმაციას პოლონური გამოცემა Meczyki.pl ავრცელებს.

წერილიდან ირკვევა, რომ კიევის „დინამოს“ ნიჭიერმა გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა ისარგებლა ფიფა-ს ახალი წესით უკრაინის და რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერების ოჯარასთან დაკავშირებით და პოლონურ „ლეხში“ წავიდა.

ამით კიეველები უკმაყოფილოები დარჩნენ, რადგან ქართველის ტრანსფერზე ვერაფერს გამოიმუშავებდნენ, რომ არა ერთი ნიუანსი, რომლის გარკვევაც გამოცემამ მოახერხა. „ლეხს“ წიტაიშვილის რეგისტრაცია „დინამოს“ თანხმობის გარეშე მხოლოდ პირველ აგვისტოს შეეძლო. ეს არ აწყობდათ პოზნანელებს, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას იწყებდა.

ქართველის რაც შეიძლება სწრაფად დასარეგისტრირებლად „ლეხს“ კიევის „დინამოსთან“ მოლაპარაკება დასჭირდა. კიევურმა კლუბმა 100 ათასი ევრო მოითხოვა და პოლონელებმა უკრაინელებს ეს თანხა გადაუხადეს. ამიტომ წიტაიშვილს უკვე შეუძლია „ლეხში“ თამაში და არა პირველი აგვისტოდან, ამტკიცებს პოლონური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ პოზნანის „ლეხმა“ გიორგი წიტაიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე განაცხადში შეიყვანა – საქართველოს ნაკრების მოთამაშე ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აგდამის „ყარაბაღთან“ პირველი მატჩის (1:0) დროს სათადარიგოებში იჯდა და არ უთამაშია.

მიზეზი სწორედ ეს გაურკვევლობა იყო, რის გამოც პოზნანის „ლეხმა“ უეფა-ს სისტემაში ქართველი ფეხბურთელი განაცხადში „ყარაბაღთან“ მატჩამდე მხოლოდ ორი საათით ადრე დაარეგისტრირა – ამ დროისთვის მწვრთნელმა შემადგენლობა ისე დაასახელა, რომ აზერბაიჯანელებთან წიტაიშვილის თამაშს აღარ იმედოვნებდა.