„ლეხის“ ოფიციალური ვებგვერდი - წიტაიშვილი „რადომიაკთან“ ისეთი თავდამსხმელი იყო, როგორიც გუნდს სჭირდება #1TVSPORT
„ლეხის“ ოფიციალური ვებგვერდი - წიტაიშვილი „რადომიაკთან“ ისეთი თავდამსხმელი იყო, როგორიც გუნდს სჭირდება #1TVSPORT

პოზნანის „ლეხმა“ ბოლო ტურში „რადომიაკს“ 1:0 გიორგი წიტაიშვილის გოლით მოუგო. გუნდის ვებგვერდმა ქართველი ლეგიონერის თამაშის შეაფასა.

„გუნდში ქართველი მხოლოდ სათადარიგოა – გიო წიტაიშვილი „რადომიაკთან“ პოლონეთის ჩემპიონის სასტარტო შემადგენლობაში 28 აგვისტოს შემდეგ პირველად გამოჩნდა, ძირითად შემადგენლობაში კი სეზონში მეხუთედ ოთამაშა. ეს მისთვის დიდი შესაძლებლობა იყო და პირველად მოექცა ყურადღების ცენტრში. მატჩის დასაწყისიდანვე ძალიან აქტიური იყო და მე-12 წუთზე გოლი გაიტანა. გასაკვირია, რომ წიტაიშვილი „რადომიაკთან“ მატჩის ყოველი მომდევნო 15 წუთის შემდეგ უკეთესად გამოიყურებოდა.

თამაშის 58-ე წუთზე, კვეკვესკირისგან ბურთის მიღების შემდეგ, შემობრუნდა და კარისკენ შეიჭრა. ამ დროს ქართველმა ყველაფერი კარგად გააკეთა, მას სიზუსტე დააკლდა, რომ ამ მატჩში მიღებული ემოციებისთვის მეორე გოლი დაემატებინა. 62-ე და 68-ე წუთებზე შეტევაში წიტაიშვილმა ისევ გაიბრწყინა და ორივეჯერ გატანა შეეძლო ალფონსო სოუზას, მაგრამ მან ეს შანსები ხელიდან გაუშვა. კიევის „დინამოდან“ იჯარით დამატებულმა მარცხენა გარემარმა თამაში დაასრულა გოლით, სამი დარტყმით (ერთი კარში), 42 გადაცემით ( 33 ზუსტი იყო). გარდა ამისა, 2 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა და ერთხელ ბურთი აართვა.

წიტაიშვილისთვის „რადომიაკთან“ შეხვედრა „ლეხში“ ჩატარებული თამაშებიდან საუკეთესო იყო. 5- ბალიანი სისტემით ის დამაჯერებლ 4 ქულას იმსახურებს. 22 წლის ფეხბურთელმა შეძლო გუნდელებთან საერთო ენის გამონახვა, თამაშობდა გუნდისთვის და არა საკუთარი თავისთვის, იყო ეფექტური და ისეთი თავდამსხმელი, რომელიც პოზნანის „ლეხს“ სჭირდება.

კრისტოფერ ველდესთან და ფილიპ მარტვინსკითან ერთად, ის 2022/2023 წლების სეზონში ფანებისგან ყველაზე მეტად გაკრიტიკებული ფეხბურთელია. გუშინ მან ძალიან კარგად ითამაშა, რაც არაფერს ნიშნავს, მაგრამ გასარკვევია, ეს მხოლოდ ერთჯერადი გაელვება იყო, თუ გაიგო, რა არის გუნდური თამაში“, – წერია პოზნანის „ლეხის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.