„ლეხი“ კონფერენსლიგის მერვედფინალშია - ქართველებიდან მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა #1TVSPORT
„ლეხი“ კონფერენსლიგის მერვედფინალშია - ქართველებიდან მხოლოდ კვეკვესკირმა ითამაშა #1TVSPORT

ქართველების პოზნანისლეხმა“ ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთანკონფერენს-ლიგის პლეიოფის განმეორებითი შეხვედრა შინ 1:0 მოიგო და ტურნირის 1/8-ფინალში გავიდა.

ისევე როგორც წინა 1/16-ფინალის პირველ თამაშში (0:0 დასრულდა), პოლონეთის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დენ ბრომმა სათადარიგოებში დასვა გიორგი წიტაიშვილი, მაგრამ მასთან ერთად სკამზე იყო ნიკა კვეკვესკირიც, რომელიც მოედანზე მხოლოდ 90-ე წუთზე შეუშვა.

პოლონელებმა ანგარიშის გახსნა 63-ე წუთზე მოახერხეს. „ლეხის“ კაპიტანმა მიხალ იშჩაკმა ძლიერი დარტყმით „ბოდო გლიმტის“ კარის ბადე შეარხია და როგორც შემდეგ გაირკვა, გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ლეხმა“ 1:0 გაიმარჯვა (0:0. 1:0) და ბოლო წლებში პირველად ევროტურნირის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.