ლეიტონ ჰიუიტი ჩოგბურთში ბრუნდება
ლეიტონ ჰიუიტი ჩოგბურთში ბრუნდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონი, ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი კარიერის განახლებას აპირებს. კერძოდ, ჩოგბურთელს „დიდი სლემის“ რიგით პირველი ჩემპიონატის, ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა ტურნირზე ვიხილავთ. ჰიუიტი სემ გროტთან ერთად გამოვა, რომლისთვისაც 2018 წლის ავსტრალიის ღია ბოლო ტურნირი იქნება კარიერაში. ჯერ უცნობია, მხოლოდ ამ ერთი ტურნირისთვის ბრუნდება თუ არა კორტზე ლეიტონი.

შეგახსენებთ, რომ ჰიუიტმა კარიერა 2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე დაასრულა. თავისი ბოლო მატჩი მან სწორედ გროტთან ერთად ითამაშა, როცა ავსტრალიურმა დუეტმა მერვედფინალში წააგო ჯეკ სოკისა და ვასეკ პოსპიშილის წყვილთან.

კარიერის დასრულების შემდეგ, ჰიუიტი დევისის თასზე ავსტრალიის ნაკრების კაპიტნად მუშაობდა.