ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიამ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა #1TVSPORT
თბილისში, ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში დასრულდა „მესხის ჩოგბურთის აკადემიის თასის“ გათამაშება, რომელშიც ქართველმა ჩოგბურთელებმა წარმატებით ითამაშეს.
შეჯიბრებაში 13 ქვეყნის 14 და 16-წლამდე ასაკის 130-მდე ჩოგბურთელი მონაწილეობდა. ტურნირი გოგონათა და ვაჟთა შორის გაიმართა, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში.
საკვალიფიკაციო თამაშები 31 მაისს დაიწყო, ხოლო ძირითადი ბადის შეხვედრები – 2 ივნისს. შეჯიბრებისათვის სპეციალურად მოწვეული იყო თეთრი სამკერდე ნიშნის მქონე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.
14-წლამდე გოგონებში ტურნირის გამარჯვებული ვიქტორია ნანავა (საქართველო) გახდა, ხოლო ვაჟებში – არნო ავეტისიანი (სომხეთი). რაც შეეხება 16-წლამდელებს – გოგონების ერთეულთა თანრიგში პირველობა არავის დაუთმო კესანე ბლიაძემ, ხოლო ვაჟებში ერთეულთა თანრიგი ზურაბ ხიზამბარელმა მოიგო.
გათამაშება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.