„ლეიკერსს“ ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს (ვიდეო)

ორლანდოში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალური სერიის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. წინა მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ ლოსანჯელესელებმა მობილიზება შეძლეს და საბოლოოდ 6 ქულის სხვაობით 102:96 გაიმარჯვეს.

ფრენკ ფოგელის გუნდში საუკეთესო 28 ქულითა და 12 მოხსნით ლებრონ ჯეიმსი გამოდგა, მას სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. ენტონი დევისის ანგარიშზე 22 ქულა და 9 მოხსნაა. 15 ქულა მიითვალა კენტავიუს კალდველ პოუპმა.

„მაიამის“ რიგებში გამოჩნდა ბემ ადებაიო, თუმცა მისმა მოედანზე ყოფნამ „ჰიტს“ ვერ უშველა. ადებაიომ მატჩი 15 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა. 22 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა ჯიმი ბატლერმა. 21 ქულა ჰქონდა ტაილერ ჰეროს.

მომდევნო, რიგით მეხუთე მატჩი „ლეიკერსსა“ და „მაიამის” შორის 10 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ლოსანჯელესელები ჩემპიონობას იზეიმებენ.

დატოვე კომენტარი