„ლეიკერსმა“, შესაძლოა, ჯეი არ სმიტი დაიმატოს
„ლეიკერსმა“, შესაძლოა, ჯეი არ სმიტი დაიმატოს

ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის განახლებულ სეზონზე თამაში ევერი ბრედლის გარეშე მოუწევს. ადრიან ვოჟნაროვკის ინფორმაციით ბრედლიმ გადაწყვეტილება მტკიცედ მიიღო და გუნდთან ერთად ორლანდოში არ გაემგზავრება.

მართალია ბრედლი „ლეიკერსის“ ძირითადი ხუთეულის მოთამაშეა, გუნდს მაინც შეუძლია მისი შემცვლელის მოძებნა. დიდი ალბათობით, მოედანზე თავის გამოჩენის მეტი დრო მიეცემათ კენტავიუს კალდველ პოუპს, ალექს კარუზოსა და რაჟონ რონდოს.

„ლეიკერსში“ ამჟამად ევერი ბრედლის შემცვლელს ეძებენ. ადრიან ვოჟნაროვკის ინფორმაციით, მთავარი კანდიდატი, რომელიც ევერის ჩაანაცვლებს, ლებრონ ჯეიმსის ყოფილი გუნდელი ჯეი არ სმიტია. საინტერესოა, რომ ჯეი არი პარკეტზე 2018 წლის შემდეგ არ გამოჩენილა.

დატოვე კომენტარი