„ლეიკერსმა“ სანდრო მამუკელაშვილის დამატება ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ სანდრო მამუკელაშვილისა და ამერიკელი მცველის, კვენტინ გრაიმსის ტრანსფერები ოფიციალურად დაადასტურა. ქართველმა კალათბურთელმა NBA-ის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საფუძველზეც ის 52 მილიონ დოლარს მიიღებს.
პოპულარული გამოცემა The Athletic-ი ვარაუდობს, რომ მამუკელაშვილი როტაციის მოთამაშე იქნება და თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება, თუმცა მისი სასტარტო ხუთეულში მოხვედრაც სავსებით ლოგიკურია. ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ უოკერ კესლერი ძირითადის ცენტრია. 2.18 მეტრი სიმაღლის მოთამაშე უპირატესად ფარქვეშ, სამწამიან ზონაში დომინირებს და ისეთი თანაგუნდელები სჭირდება, რომლებიც მისთვის სივრცეების შექმნას შეძლებენ – სანდრო კი ზუსტად ამ პროფილის მოთამაშეა.
სანდრო მამუკელაშვილი კარიერის მანძილზე „მილუოკის“, „სან ანტონიოსა“ და „ტორონტოს“ ღირსებას იცავდა.
Welcome to the Purple & Gold, Mamu 🗣️ pic.twitter.com/rojJXSGT5h
— Los Angeles Lakers (@Lakers) July 8, 2026