„ლეიკერსმა“ პლეიინში გასვლის შანსი დაკარგა - ლებრონ ჯეიმსი კარიერაში მეოთხედ ვერ ითამაშებს პლეიოფში#1TVSPORT
„ლეიკერსმა“ პლეიინში გასვლის შანსი დაკარგა - ლებრონ ჯეიმსი კარიერაში მეოთხედ ვერ ითამაშებს პლეიოფში#1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ სათამაშო დღეს „ლეიკერსი“ სტუმრად დამარცხდა (110:121) „ფინიქსთან“, რის შემდეგაც კალიფორნიულმა გუნდმა დაკარგა პლეიინში გასვლის შანსი.

პლეიოფში გასასვლელი ტურნირის ბოლო საგზური „სან ანტონიომ“ მოიპოვა, რომელმაც სტუმრად „დენვერი“ დაამარცხა.

ეს არის მეოთხე შემთხვევა 37 წლის ლებრონ ჯეიმსის კარიერაში, როცა მისმა გუნდმა ვერ შეძლო პლეიოფში მოხვედრა. NBA-ის ოთხგზის ჩემპიონმა პლეიოფი გამოტოვა 2003-2004 და 2004-2005 წლების სეზონზე, აგრეთვე „ლეიკერსის“ რიგებში თავის პირველ სეზონზე (2018-2019).