„ლეიკერსმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა #1TVSPORT

08:46, 12.04.2022
BOSTON, MASSACHUSETTS - NOVEMBER 19: Head Coach Frank Vogel of the Los Angeles Lakers looks on against the Boston Celtics at TD Garden on November 19, 2021 in Boston, Massachusetts. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Maddie Malhotra/Getty Images)

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ფრენკ ვოგელი.

ამ სეზონში კალიფორნიულმა კლუბმა რეგულარული სეზონი 33 მოგებითა და 49 მარცხით დაასრულა და ვერ მოხვდა პლეი ინის ტურნირში.

„ვაფასებ ფრენკს როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ის შესანიშნავი მწვრთნელი და კარგი ადამიანია. ყოველთვის მადლიერნი ვიქნებით მის მიერ გაწეული  სამუშაოს გამო, რამაც 2019-20 წლების სეზონში ჩემპიონის ტიტულამდე მიგვიყვანა. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ მომენტში ეს ნაბიჯი აუცილებლობად მიგვაჩნია. ფრენკს და მის შესანიშნავ ოჯახს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“, – განაცხადა „ლეიკერსის“ გენერალურმა მენეჯერმა რობ პელინკამ.

ვოგელის ხელმძღვანელობით „ლეიკერსმა“ 225 მატჩიად 127 (56.4 პროცენტი) მოიგო და 2020 წელს გუნდი რიგით მე-17 ტიტულამდე მიიყვანა.

მსგავსი