„ლეიკერსმა“ ჯეიმსისა და დევისის გარეშე „ნიუ ორლეანსთან“ წააგო – NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT
მოქმედმა ჩემპიონმა მიმდინარე რეგულარულში რიგით მე-16 მარცხი განიცადა. „ლეიკერსი“ ამჟამად ორი ლიდერის – ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის გარეშე ასპარეზობს. „პელიკანსი“ მატჩის მსვლელობას დამაჯერებლად აკონტროლებდა. „ნიუ ორლეანსმა“ პირველი სამი პერიოდი მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედი garbage time-ად აქცია. საბოლოოდ, „ორლეანსმა“ 128:111 მოიგო.
გამარჯვებულ გუნდში ყველაზე შედეგიანი 36 ქულით ბრენდონ ინგრამი გამოდგა. 27 ქულა მიითვალა ზაიონ უილიამსონმა. 18 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკეილ ალექსანდერ ვოკერმა.
„ლეიკერსის“ რიგებში 16 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა კაელ კუზმამ. 18 ქულა დააგროვა მონტრეზლ ჰარელმა. 16 ქულა ჰქონდა მარკიფ მორისს.
„ლეიკერსი“ 28 მოგებითა და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-3-მე-4 ადგილებს მეორე ლოს ანჯელესურ გუნდ „კლიპერსთან“ იყოფს. „პელიკანსი” 19 მოგებითა და 24 მარცხით მე-11-მე-12 პოზიციებს „ოკლაჰომასთან“ ინაწილებს.
ორლანდო-დენვერი 99:110
https://www.youtube.com/watch?v=9tcU2s8eYOo
ნიუ იორკი-ვაშინგტონი 131:113
https://www.youtube.com/watch?v=sGuHVA8-6Ew
მაიამი-ფინიქსი 100:110
https://www.youtube.com/watch?v=d5IyVyQBfT0
გოლდენ სტეიტი-ფილადელფია 98:108
https://www.youtube.com/watch?v=JeOEJwLBiwU
პორტლენდი-ბრუკლინი 112:116
https://www.youtube.com/watch?v=Wxzi1gxIDIo