„ლეიკერსმა“ დევისისთვის ბრძოლა დაასრულა
„ლეიკერსმა“ დევისისთვის ბრძოლა დაასრულა

მას შემდეგ, რაც ენტონი დევისმა გუნდის შეცვლა და გაცვლა მოითხოვა, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ მას არაერთი წინადადება შესთავაზა.

პელიკანსის“ ხელმძღვანელობისთვის შეთავაზებული პაკეტებიდან, არც ერთი არ გამოდგა დამაკმაყოფილებელი.  დევისის სანაცვლოდ, „ლეიკერსის“ კალათბურთელების გარდა, „ნიუ ორლეანი“ დრაფტის ოთხ პირველ ნომერს ითხოვს. ეს კი, როგორც ჩანს, მეჯიქ ჯონსონისთვის და ლოს ანჯელესური გუნდისთვის მიუღებელი წინადადებაა.