„ლეიკერსმა“ „დალასი“ მიმდინარე სეზონზე მეორედ დაამარცხა (ვიდეო)

2019-20 წლების რეგულარული სეზონის დაწყების შემდეგ, „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ და „დალას მავერიკსი“ ერთმანეთს მესამედ შეხვდნენ. აქამდე გუნდებმა გამარჯვებები გაცვალეს. დღეს კი „სტეიპლს ცენტრში“ უკეთესი ფრენკ ფოგელის გუნდი იყო (108-95)

მასპინძელთა შორის მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა, მის ანგარიშზე 13 ქულა, 6 მოხსნა და 13 პასია. ენტონი დევისმა 23 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

რიკ კარლაელის გუნდში ყველაზე შედეგიანი 19 ქულით ლუკა დონჩიჩი გამოდგა. კრისტაპს პორზინგისმა 11 ქულა მიითვალა.

ტორონტო – ოკლაჰომა 97-98

მემფისი – შარლოტი 117-104

ნიუ ორლეანი – ჰიუსტონი 127-112

დენვერი – საკრამენტო 120-115