„ლეიკერსის“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება რეგულარულში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი 11 შეხვედრა გაიმართა. ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა „ლეიკერსმა“. ლოს ანჯელესელებმა ამჯერად „სტეიპლს ცენტრში“ მაიამი დიდი ანგარიშით 95-80 დაამარცხა. შესანიშნავი მატჩი გამართეს ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 26 ქულა 8 მოხსნა და 7 პასია. ჯეიმსმა და პირად აქტივში 25 ქულა ჩაიწერა. 9 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ჯავალ მაკგიმ. „ჰიტის“ რიგებში ყველაზე მეტი 22 ქულა ჯიმი ბატლერის ანგარიშზეა. გორან დრაგიჩმა 19 ქულა დააგროვა.

ინდიანა – დეტროიტი 112-106

ორლანდო – მემფისი 118-86

ვაშინგტონი – კლივლენდი 100-113

ატლანტა – საკრამენტო 109-121

მინესოტა – გოლდენ სტეიტი 125-119 (ოვერტაიმი)

ნიუ ორლეანი – ტორონტო 104-122

დალასი – ნიუ იორკი 102-106

დენვერი – ფილადელფია 100-97

იუტა – მილუოკი 103-100

პორტლენდი – ბრუკლინი 115-119