„ლეიკერსის“ ყოფილი კალათბურთელი მაიკლ ბისლი ჩინეთში გადასვლასთან ახლოსაა
„ლეიკერსის“ ყოფილი კალათბურთელი მაიკლ ბისლი ჩინეთში გადასვლასთან ახლოსაა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს მაიკლ ბისლი გუნდიდან გაუშვა. ბისლი და ივიცა ზუბაჩი „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ მიღწეულ გაცვლაში მონაწილეობდნენ. მის მაგივრად, „ლეიკერსი“ მაიკ მუსკალათი გაძლიერდა.

ი-ეს-პი-ენ-ის“ (ESPN) ჟურნალისტის, ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით, ბისლის მიმართ დიდ ინტერესს ჩინეთის საკალათბურთო ლიგის გუნდი, „გუანდონგი“ გამოხატავს.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთელი 2014-2015 წლებში უკვე თამაშობდა ჩინეთის ლიგაში, კერძოდ კი „შანხაი შარკის“ ღირსებას იცავდა. შემდეგ გარკვეული პერიოდი თამაში „შანდგონგშიც“ მოუწია. 29 წლის კალათბურთელი ჩინეთის ლიგაში მატჩში საშუალოდ 31.9 ქულას აგროვებდა.