„ლეიკერსის“ სრულფასოვანი რეაბილიტაცია, „ბრუკლინი“ სტატუსს ამართლებს (ვიდეო)
„ლეიკერსის“ სრულფასოვანი რეაბილიტაცია, „ბრუკლინი“ სტატუსს ამართლებს (ვიდეო)

NBA-ის მიმდინარე სეზონის გახსნით მატჩში „კლიპერსთან“ დამარცხების შემდეგ „ლეიკერსმა“ სრული რეაბილიტაცია მოახერხა – თანაკონფერენციელ „დალას მავერიქსს“ 138 ქულა ჩაუგდო, საკუთარ კალათში კი 115 მიიღო. ლებრონ ჯეიმსმა ორმაგი დუბლი მიითვალა – 22 ქულა, 10 პასი, ენტონი დევისმა – 28 ქულა მოაგროვა. დალასელმა ლუკა დონჩიჩმა კი 27 ქულას მოუყარა თავი.

აღმოსავლეთში  იანის ანტეტოკუნმპო და სტეფ კარი „დაეჭიდნენ“. როგორც მოსალოდნელი იყო, გაიმარჯვა იანისის „მილუოკიმ“, რომელიც „ლეიკერსს“ არ ჩამორჩა და მანაც 138 ქულა ჩააგდო. ანგარიში – 138:99. 15 ქულა და 13 მოხსნა ანტეტოკუნმპოს, 19 ქულა და 6 პასი სტეფ კარის. მატჩის ბომბარდირი კი კრის მიდლტონი გახდა – 31 ქულა (8-დან 1 სამქულიანი).

„ბრუკლინ ნეთსი“ ფავორიტის სტატუსს ამართლებს: ამჯერად დურანტმა და კამპანიამ ბოსტონში გაიმარჯვეს – 123:95. შეუჩერებელი იყო კაირი ირვინგი – 37 ქულა, დურანტმა 29 ქულა ჩააგდო.

 

მაიამი-ნიუ ორლეანი 111:98

მილუოკი-გოლდენ სტეიტი 138:99

ბოსტონი-ბრუკლინი 95:123

ლეიკერსი-დალასი 138:115

დატოვე კომენტარი