„ლეიკერსის“ რიგით 24-ე გამარჯვება რეგულარულ სეზონში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ჩინებულ თამაშს განაგრძობს ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“. ფრენკ ფოგელის გუნდმა რეგულარულში დღეს რიგით 24-ე მატჩი მოიგო, ამჯერად სტუმრად „ატლანტასთან“ (96-101). ლებრონ ჯეიმსმა 32 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. „მეფეს“ მორიგ სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა. ენტონი დევისს 27 ქულითა და 13 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა. მასპინძელთა რიგებში საუკეთესო 30 ქულით ტრაეი იანგი გამოდგა. „ლეიკერსი“ 24 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ერთპიროვნული ლიდერია. მომდევნო მატჩს ლოს ანჯელესელები 18 დეკემბერს სტუმრად გოგა ბითაძის „ინდიანასთან“ ჩაატარებს.

ნიუ ორლეანი – ორლანდო 119-130

ბრუკლინი – ფილადელფია 109-89

დენვერი – ნიუ იორკი 111-105

გოლდენ სტეიტი – საკრამენტო 79-100