„ლეიკერსის“ ორ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინეს
„ლეიკერსის“ ორ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდგინეს

გამოცემა „ათლეტიკის“ ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ორ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. სპორტსმენების სახელები ჯერჯერობით არ ხმაურდება. მათ 14-დღიანი იზოლაციური მკურნალობა ელოდებათ.

„ლეიკერსის“ კალათბურთელები კორონავირუსზე მას შემდეგ შეამოწმეს, რაც „ბრუკლინის“ ოთხ კალათბურთელს, კევინ დურანტის ჩათვლით, ინფექცია დაუდგინეს. ლოსანჯელესელებმა ბოლო მატჩი სწორედ „ნეთსთან“ გამართეს.

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში Covid 19 უკვე 14 კალათბურთელს დაუდასტურდა.

დატოვე კომენტარი