„ლეიკერსის“ მოგებათა სერია „ტორონტომ“ შეწყვიტა (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულ სეზონზე ზედიზედ 7 მოგებული მატჩის შემდეგ, „ლეიკერსმა“ პირველი მარცხი იგემა. ლოს ანჯელესელებმა „სტეიპლს ცენტრში“ „ტორონტოს“ უმასპინძლეს და მეტოქესთან ანგარიშით 104:113 დამარცხდნენ. ფოგელის გუნდმა პირველი ტაიმი 8 ქულის სხვაობით მოიგო, მესამე და მეოთხე პერიოდებში კი უშანსოდ დამარცხდა. კანადელებს შორის 24 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა პასკალ სიაკამმა. 23 ქულითა და 10 გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა ფრედ ვანვლეტმაც. „ლეიკერსის“ რიგებში მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა (13 ქულა, 13 მოხსნა, 15 გადაცემა). ენტონი დევისის ანგარიშზე 27 ქულაა. 15 ქულით დაასრულა შეხვედრა კაელ კუზმამ.

მინესოტა – დენვერი 98:100

ტაუნსი – 25 ქულა, 16 მოხსნა, 6 გადაცემა, ვიგინსი – 25 ქულა, იოკიჩი – 20 ქულა, მიურეი – 15 ქულა

ორლანდო – ინდიანა 102:109

საბონისი – 21 ქულა, 16 მოხსნა, 7 გადაცემა, ბროგდონი – 19 ქულა, ვორენი – 19 ქულა, ფურნიე – 22 ქულა, ვუჩევიჩი – 18 ქულა, 17 მოხსნა

ფილადელფია – შარლოტი 114:106

ემბიდი – 18 ქულა, 9 მოხსნა, კორკმაზი – 17 ქულა, ჰორფორდი – 15 ქულა, ზელერი – 24 ქულა, გრეჰემი – 19 ქულა, 10 გადაცემა

ოკლაჰომა – მილუოკი 119:121

ანტეტოკუნმპო – 35 ქულა, 16 მოხსნა, ბლედსოუ – 25 ქულა, შროდერი – 25 ქულა

ნიუ იორკი – კლივლენდი 87:108

სექსტონი – 31 ქულა, ლავი – 17 ქულა, კლარკსონი – 17 ქულა, რენდლი – 20 ქულა, 16 მოხსნა

ფინიქსი – ბრუკლინი 138:112

ბუკერი – 27 ქულა, რუბიო – 22 ქულა, 12 გადაცემა, კელი უბრე – 18 ქულა, დინვიდი – 18 ქულა, ჯორდანი – 16 ქულა, 12 მოხსნა

პორტლენდი – ატლანტა 124:113 (ოვერტაიმი)

ლილარდი – 30 ქულა, ვაიტსაიდი – 21 ქულა, 12 მოხსნა, სიმონსი – 20 ქულა, მაკკალუმი – 23 ქულა