ლეიკერსი ურთულეს მდგომარეობაშია - გუნდს ლონზო ბოლი ოთხიდადან ექვს კვირამდე გამოაკლდა
ლეიკერსი ურთულეს მდგომარეობაშია - გუნდს ლონზო ბოლი ოთხიდადან ექვს კვირამდე გამოაკლდა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ შეიძლება ითქვას რომ მძიმე მდგომარეობაშია. ლებრონ ჯეიმსს და რაჟან რონდოს ლონზო ბოლიც დაემატა.

„ლეიკერსის“ გამთამაშებელმა კოჭი დაიზიანა და მინიმუმ ოთხ კვირას გამოტოვებს. ექიმების განცხადებით რეაბილიტაციის პროცესი შესაძლოა ექვსი კვირაც გაგრძელდეს. დადებითი ამბავი ლოს ანჯელესური კლუბისთვის არის ის, რომ ლებრონ ჯეიმსი და რაჟან რონდო მწყობრში მალე ჩადგებიან.