„ლეიკერსი“ ფინლში 2:0 დაწინაურდა - ლებრონი-დევისის დუეტი შეუჩერებელია (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფინალური სერიის მეორე მატჩი გაიმართა. ეს შეხვედრაც მოსალოდნელი შედეგით დასრულდა – „ლეიკერსმა“ „მაიამი“ 124:114 დაამარცხა.

მაიამელებმა ვერაფერი მოუხერხეს ლოსანჯელესელთა ტანმაღალ ვარსკვლავურ დუეტს – ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის შემადგენლობით. ლებრონმა საბოლოოდ 33 ქულა ჩააგდო, დევისმა – 32. გამთამაშებელი რეჟონ რონდოს ანგარიშზე 16 ქულაა.

ამ მოგებით „ლიკერსი“ ფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა. სერია ოთხ მოგებამდეა. მესამე მატჩი 5 ოქტომბერს გაიმართება.

ნამატჩევს ლებრონ ჯეიმსმა კობი ბრაიანტი და შაკოლ ონილი გაიხსენა:

„პატარაობიდან საოცრად მახსოვს „ლეიკერსის“ საჩემპიონო სერიები. კობი ბრაიანტისა და შაკილ ონილის დარი დუეტი არ მინახავს. ისინი მოედნის ორივე მხარეს დომინირებდნენ. სასიამოვნოა, რომ ჩემი და ენტონი დევისის წყვილს სწორედ კობი-შაკის დუეტს ადარებენ“.