„ლეიკერსი“ დევისისთვის თითქმის მთელ გუნდს თმობს
„ლეიკერსი“ დევისისთვის თითქმის მთელ გუნდს თმობს

მას შემდეგ, რაც „ნიუ ორლეანის“ და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ამომავალმა ვარსკვლავმა ენტონი დევისმა განაცხადა, რომ მას „პელიკანსში“ დარჩენა აღარ სურს, გუნდებმა კალათბურთელის გადმოსაბირებლად აქტიური ბრძოლა დაიწყეს.

როგორც ჩანს, ყველაზე მეტად დევისის საკუთარ გუნდში ხილვა მეჯიქ ჯონსონს და „ლეიკერსის“ ხელმძღვანელობას სურს. დევისის სანაცვლოდ, ლოს ანჯელესური გუნდი მზადაა დათმოს ლონზო ბოლი, ბრენდონ ინგრამი, კაელ კუზმა და ივიცა ზუბაცი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ლეიკერსის“ მთავარ ამოცანას სწორედ 25 წლის მძიმე ფორვარდის შეძენა წარმოადგენს.

ზამთრის სატრანსფერო სეზონი 7 თებერვალს სრულდება.