ლეიკერსი და ბოსტონი ენტონი დევისისთვის ბრძოლას იწყებენ
ლეიკერსი და ბოსტონი ენტონი დევისისთვის ბრძოლას იწყებენ

მას შემდეგ, რაც ენტონი დევისმა განაცხადა, რომ მას ნიუ ორლეანსში დარჩენა არ სურს და გუნდის შეცვლას აპირებს, აქტიურად დაიწყო საუბრები კალათბურთელის სავარაუდო მომავალ გუნდზე. ფაქტია, რომ დევისის გადასაბირებელ ბრძოლაში ყველაზე აქტიურად ლოს-ანჯელეს ლეიკერსი და ბოსტონ სელტიკსი ჩაერთვებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ლებრონ ჯეიმსმა პელიკანსის ლოს-ანჯელესში ვიზიტის დროს შეხვდა ენტონი დევისს.

ეს ფაქტი უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ლეიკერსს და მის ლიდერს ნბა-ს ამომავალი ვარსვლავის გადაბირება სურთ. ბუქმეიკერული კომპანიები მომხმარებლებს ფსონებსაც სთავაზობენ. აქაც გამოკვეთილი ფავორტები ლეიკერსი და ბოსტონი არიან. შემდგომ მოდის ნიუ-იორკი, ფილადელფია, ჰიუსტონი და ტორონტო.