„ლეიკერსი“ არჩევანს ჰოვარდს, ნოასა და სპეითს შორის გააკეთებს
„ლეიკერსი“ არჩევანს ჰოვარდს, ნოასა და სპეითს შორის გააკეთებს

მას შემდეგ რაც დემარკუს ქაზენსმა მუხლის საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, „ლეიკერსი“ ახალი ცენტრის ძიებაშია.

ამერიკული მედია ბევრ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. ერთ-ერთი ყველაზე ოპერატიული და სანდო წყარო “ი ეს პი ენ” (ESPN), კერძოდ კი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ ლოს ანჯელესური გრანდი არჩევანს დვაიტ ჰოვარდს, ჟოაკიმ ნოასა და მორის სპეითსს შორის გააკეთებს.

წყაროს ინფორმაციით, მომდევნო კვირას გუნდი სამივე ცენტრთან ინდივიდუალურად გასაუბრებას და საერთო ვარჯიშის მოწყობას გეგმავს, რის შემდეგაც მიიღებს გადაწყვეტილებას. ვოჟნაროვსკის თქმით, კანდიდატთა სიას შესაძლოა პოლონელი მარჩინ გორტატიც შეუერთდეს.

დატოვე კომენტარი