ლეგიონის ამბები - ვოლკოვის გოლი, მჭედლიძე ძირითადში, ტაბიძე მოედანზე, ლორია ლაზარეთში
ლეგიონის ამბები - ვოლკოვის გოლი, მჭედლიძე ძირითადში, ტაბიძე მოედანზე, ლორია ლაზარეთში

დავით ვოლკოვმა თავი აზერბაიჯანის პრემიერლიგის ზედიზედ მეორე ტურში გამოიჩინა. 23 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდმა ბოლო შეხვედრაში „ზირა” 2:1 დაამარცხა.

ვოლკოვიგაბალას” ძირითად შემადგენლობაში იყო და მე–20 წუთზე „გაბალა” დააწინაურა. 87-ე წუთზე ის შეცვალეს.

ლევან მჭედლიძეს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და მოედანს მხოლოდ მცირე ხნის წინ დაუბრუნდა. ამის მიუხედავად, იტალიური გამოცემა Fantagazzetta-ს ინფორმაციით, სერია „ა”-ს მორიგი ტურის შეხვედრაში „სპალთან” საქართველოს ნაკრების 29 წლის თავდამსხმელი „ემპოლის” ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდება. ამ ვარაუდს გამოცემის ჟურნალისტი „ემპოლიში” შექმნილ ვითარებაზე დაყრდნობით გამოთქვამს; გუნდში ბევრი ტრავმირებული მოთამაშეა.

შვეიცარიასთან, ევრო2020-ის შესარჩევ ციკლში მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს ჯიმი ტაბიძე დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა. რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „უფას” მცველი ინდივიდუალური გეგმით ვარჯიშობს. თუმცა, უახლოეს ტურში გუნდს ვერ დაეხმარება.

უახლოეს მატჩში გუნდს ვერც გიორგი ლორია შეეშველება. საქართველოს ნაკრებისა და „მაგდებურგს” მეკარე ტრავმირებულია – მას კუნთი დაუზიანდა და უცნობია, ვარჯიშს როდის განაახლებს.