ლეგიონერი | ვაკო ყაზაიშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა #1TVSPORT

17:20, 11.04.2026

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა -„შანდუნ ტაიშანმა“ გასვლაზე „ჰენან სონგშან ლონგმენი“ ქართველის გოლით დაამარცხა – 1:0.

სუპერლიგის მე-5 ტურში ქართველი შემტევი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი ითამაშა.

შანდონ ტაიშანი“ სამი ქულით (ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გუნდს 6 ქულა დაკლებული აქვს) მე-9 ადგილზეა.

ყაზაიშვილის ანგარიშზე ამ სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი