ლეგიონერი | ლაშა დვალმა სოფიის ცსკა 1948-სთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ლეგიონერი | ლაშა დვალმა სოფიის ცსკა 1948-სთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

ლაშა დვალი ბულგარეთშია, სადაც სოფიის ცსკა 1948-სთან ხელშეკრულების საბოლოო დეტალები შეათანხმა და კონტრაქტიც გააფორმა – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან ფეხბურთელის მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ დაადასტურა.

„ლაშას მიმართ ინტერესი რამდენიმე ქვეყნის გუნდს ჰქონდა. მაგალითად, საუდის არაბეთიდან ფინანსურად სერიოზული წინადადება იყო, მაგრამ, სანაკრებო ინტერესებიდან გამომდინარე, ლაშამ იქ წასვლა არ ისურვა.

კონკრეტული შემოთავაზება იყო თურქეთის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგისა და პოლონეთის ექსტრაკლასას გუნდებიდან, მაგრამ ყველაზე მისაღები ბულგარელების მიწვევა აღმოჩნდა. სოფიაში ირაკლი ლილუაშვილი და გოგა გახოკიძე ჩავიდნენ და, საბოლოოდ, კონტრაქტი გააფორმეს.

ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური ვარიანტია, რადგან ცსკა 1948-ს სერიოზული მფლობელი ჰყავს, რომელსაც დიდი გეგმები აქვს და სურს, რომ ყოველ წელს გუნდი ევროტურნირის ჯგუფში მოხვდეს“, – ამბობს ლაშა ოდილაძე.