ლეგიონერი | ხაზეინ რუსტამოვი რუმინეთის ჩემპიონატში ითამაშებს #1TVSPORT
ლეგიონერი | ხაზეინ რუსტამოვი რუმინეთის ჩემპიონატში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ხაზეინ რუსტამოვი ახალი სეზონიდან რუმინეთის ჩემპიონატში „კონსტანტას“ ღირსებას დაიცავს.

„კონსტანტამ“ რუმინეთის ჩემპიონატის გასული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა

რუსტამოვი ბოლოს ბოსნიის ჩემპიონატის კლუბ „სლობოდა ტუზლაში“ გამოდიოდა.

„კონსტანტას“ ღირსებას კიდევ ერთი ქართველი – ირაკლი ჩიქოვანი იცავს.